თბილისის ქუჩები ორშაბათიდან ყოველდღიურად მოირეცხება

2019.06.12 16:07:55
თბილისის ქუჩები ორშაბათიდან ყოველდღიურად მოირეცხება

„თბილისის ქუჩები ორშაბათიდან ყოველდღიურად მოირეცხება“, – განუცხადეს “Business Time”-ს “თბილსერვის ჯგუფში”.

 

კითხვაზე, რომელი ქუჩები მოირეცხება და რა პრიორიტეტით შეირჩევა ეს ადგილები, პასუხისგან თავი შეიკავეს და გვითხრეს, რომ ორშაბათს ინფორმაციას სრულად მოგვაწვდიან.

 

„რაც შეეხება იმას, ხდებოდა თუ არა აქამდე ქუჩების მორეცხვა, დიახ, ქუჩები მაისის დასაწყისიდან ირეცხება, თუმცა ამას ყოველდღიური ხასიათი აქვს“, – აღნიშნავენ თბილსერვის ჯგუფში.

 

 

წყარო: bfm