საბურთალოს რაიონს სამი ახალი სპორტული მოედანი შეემატა

2019.06.08 12:30:27
საბურთალოს რაიონს სამი ახალი სპორტული მოედანი შეემატა

თბილისის მერიის ინფორმაციით საბურთალოს რაიონში, ბოჭორიშვილის ქუჩა N37ბ, სოფელ დიღომში, აღმაშენებლის ქუჩა N60-სა და ვაჟა-ფშაველას ქუჩა N3-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედნები მოეწყო.

 

პროექტის ფარგლებში, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა ლითონის მავთულბადეები და სპორტული მოედნისთვის საჭირო ყველა სხვა ინვენტარი.

 

ოთხ მისამართზე - ბახტრიონის ქუჩა N22, ვაჟა-ფშაველას გამზირის N42, დიდ დიღომში, ბრწყინვალეს ქუჩა N1-სა და პეტრიწის ქუჩა N13-ის მიმდებარედ კი სპორტული მოედნების რეაბილიტაცია განხორციელდა.

 

სამუშაოები, რომელიც გამგეობის ბიუჯეტიდან 285 520 ლარით დაფინანსდა.