ავლაბარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 ოჯახი დაზარალდა

2019.06.05 11:27:22
ავლაბარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 ოჯახი დაზარალდა

ავლაბარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 ოჯახი დაზარალდა. ცეცხლი მთავარანგელოზის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში გაჩნდა. შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ადამიანი, რომელიც ბინას ქირაობდა, ამბობს, რომ გაზის წყლის გამაცხელებელი აფეთქდა და ცეცხლი გავრცელდა. ხის სახლს ხანძარი სწრაფად მოედო და შემდეგ მეზობელ ბინებზეც გადავიდა.