თბილისში მე-9 კლასელი გოგონა მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

2019.06.04 13:11:53
თბილისში მე-9 კლასელი გოგონა მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

თბილისში მე-9 კლასელი გოგონა მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან გადავარდა (სავარაუდოდ მეშვიდე სართულიდან) და გარდაიცვალა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული 123-საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. როგორც ცნობილია, შემთხვევა გოგონას საცხოვრებელ სახლში მოხდა.

 

გოგონას გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვლილი გოგონა დიჯეი ლულუ კახიანისა და გიორგი გვარჯალაძის შვილია.

 

“ლენო, მა, მაპატიე რომ ვერ დაგიცავი. ახლა ყველაფერს მივცემდი ერთი ჩახუტებისთვის, მაგრამ უკვე გვიანია… მიყვარხარ”- წერს სოციალურ ქსელში გიორგი გვარჯალაძე.