"დანელიადა"-გიორგი დანელიას შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება

2019.06.02 22:26:31
"დანელიადა"-გიორგი დანელიას შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება

„თბილისურ ეზოში“ გიორგი დანელიას შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. 

 

„დანელიადა“ – გიორგი დანელიას შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ გახსნა. ღონისძიება დედაქალაქის მერიისა და კომპანია „არტერეას“ ორგანიზებით გაიმართა.

 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმებიანი შემადგენლობა ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“, სოლისტები – გიორგი ცაგარელი, ნიკოლოზ მაჩაიძე და ნატალია ბერიძე.

 

უკვე მეოთხე წელია, პროექტ „თბილისური ეზოს“ ფარგლებში სხვადასხვა ჟანრის კონცერტები და ხელოვნების ცნობილი ქართველი მოღვაწეების შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამოები ტარდება.

 

პროექტის ფარგლებში, წელს კონცერტი კიდევ კიდევ სამ ლოკაციაზე გაიმართება.