თბილისში მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

2019.06.02 15:45:55
თბილისში მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

 

ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მერსედესის და აუდის მარკის ავტომობილები შეეჯახა. დაშავებულები მოტეხილობებით ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.