უბილეთო მგზავრობაზე დაწესებული 5 ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე გაიზარდა

2019.05.29 15:03:31
უბილეთო მგზავრობაზე დაწესებული 5 ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე გაიზარდა

საქართველოს პარლამენტმა უბილეთო მგზავრებაზე ჯარიმების გაზრდას მხარი დაუჭირა. შესაბამისი ცვლილებების პროექტი დეპუტატებმა მესამე მოსმენით მიიღეს. ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შევიდა. 

 

ცვლილების თანახმად, უბილეთო მგზავრობაზე 5-ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე გაიზარდა, საურავის რაოდენობა კი 50 ლარიდან 40 ლარამდე შემცირდა.