ვარკეთილში მხუთავი აირით 4 არასრულწლოვანი მოიწამლა

2019.05.02 20:16:00
ვარკეთილში  მხუთავი აირით 4 არასრულწლოვანი მოიწამლა

ვარკეთილში  მხუთავი აირით 4 არასრულწლოვანი მოიწამლა. ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. 

 

მომხდარზე გამოძიება 40-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე წესების დარღვევას გულისხმობს.