თბილისს მალე თანამედროვე სტანდარტის 220 ავტობუსი დაემატება

2019.05.01 11:56:22
თბილისს მალე თანამედროვე სტანდარტის 220 ავტობუსი დაემატება

კახა კალაძის განცხადებით, თბილისში მალე 220 ახალი ავტობუსი ეყოლება. 

 

 

მისი განცხადებით, ტენდერი უკვე დასრულდა. მომწოდებელმა ეს ავტობუსები რვა თვეში უნდა შემოიყვანოს და ამისთვის თბილისის მუნიციპალიტეტი 64 მილიონ 790 ათას ლარს გადაიხდის.

 

 

„საუბარია 8-მეტრიან ავტობუსებზე, ავტობუსები აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის, ასევე, საინფორმაციო ხმოვანი სისტემებით, ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემით, USB-დამტენებით, wifi მოდემით, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას,- განაცხადა კახა კალაძემ.