გაზის გაჟონვის გამო გლდანში საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

2019.04.23 13:00:50
გაზის გაჟონვის გამო გლდანში საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ბუნებრივი აირის გაჟონვის მორიგი შემთხვევა თბილისში. ფაქტი გლდანში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში დაფიქსირდა.  კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე მივიდნენ სპეციალისტები.

 

ადგილობრივების თქმით, საცხოვრებელი კორპუსის ბინადრებმა გაზის სუნი დღეს დილით სადარბაზოში იგრძნეს.

 

ვარაუდობენ, ინციდენტი ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება. 

 

ყაზტრანგაზი მოსახლეობას მოუწოდებს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.

 

წყარო: პრაიმტაიმი