თბილისში 30 წლის მამაკაცი მესამე სართულიდან გადავარდა

2019.03.14 11:08:38
თბილისში 30 წლის მამაკაცი მესამე სართულიდან გადავარდა

თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, 30 წლის მამაკაცი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ის ნასვამი იყო.

 

 

 

დაშავებული ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. მედიკოსების თქმით, დაცემის შედეგად მამაკაცს ხერხემალი დაუზიანდა - იგეგმება ოპერაციის ჩატარება. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.