თბილისში ხე წაიქცა და ავტომობილები დააზიანა

2018.12.06 12:26:24
თბილისში ხე წაიქცა და ავტომობილები დააზიანა

თბილისში, შალვა დადიანის ქუჩაზე ხე წაიქცა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, წაქცეული ხე იქვე პარკირებულ ავტომობილებს დაეცა და მნიშვნელოვნად დააზიანა.

 

როგორც გაირკვა, დაზიანებული ავტომობილები ამავე ტერიტორიაზე მდებარე N4 ბაგა-ბაღის მასწავლებლებსა და მშობლებს ეკუთვნით.

 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ასევე, ხის წაქცევის გამო დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.

 

ადგილზე საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.