ვინ გახდა ქრიზანთემების ფესტივალი 2018-ის დედოფალი

2018.11.08 15:29:18
ვინ გახდა ქრიზანთემების ფესტივალი 2018-ის დედოფალი

7 ნოემბერს Terrace N21-ში "ქრიზანთემების ფესტივალი 2018" გაიმართა.

 

შემოდგომის ეს ულამაზესი დღესასწაული საქართველოში 2005 წელს დაფუძნდა და წელს მეცხრედ, თბილისის ისტორიულ უბანში ჩატარდა.

ქრიზანთემა ლათინური სიტყვაა და ოქროს ყვავილს ნიშნავს.

 

ფესტივალში მონაწილე კომპანიებმა ქრიზანტემებისგან შესანიშნავი კომპოზიციები შექმნეს. ჟიურიმ 3 გამარჯვებული გამოავლინა, რომლებსაც სპეციალური პრიზები გადაეცათ.

 

ღონისძიების დასკვნითი ნაწილი "ქრიზანთემების ფესტივალი 2018"-ის დედოფლის გამოვლენით დასრულდა. წელს ეს სტატუსი ღირსეულად დაიმსახურა ქალბატონმა ევა ბაბალაშვილმა.

 

ევა ბაბალაშვილი- ძლიან ბედნიერი ვარ, რომ ამ მშვენიერ დღეს სწორედ მე მერგო ეს ტიტული და გავხდი ამ ფესტივალის პირველი ლედი. მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო მანანა გეგიძეს ამ საოცარი დღესასწაულის შექმნისთვის, რომელიც ასე გვიფერადებს და გვილამაზებს დღეს. მოხარული ვარ, რომ შემდეგ წელს სწორედ მე გადავცემ მომავალ დედოფალს გვირგვინს.