ვარკეთილში 9 წლის გოგონა გარდაიცვალა

2018.11.07 11:28:57
ვარკეთილში 9 წლის გოგონა გარდაიცვალა

თბილისში, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად ცხრა წლის გოგონა დაიღუპა, მისი მშობლების მგდომარეობა კი მძიმეა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

 

 

 

არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა გუშინ, დღის პირველ ნახევარში მოხდა. შემთხვევის დროს სახლში გარდაცვლილის ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. ბავშვის დედა და მამინაცვალი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

 

 

 

 ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

 

 

 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა, სავარაუდოდ, მამინაცვლის მიერ ცემის შედეგად გარდაიცვალა, რის შემდეგაც მამაკაცმა, კვალის დაფარვის მიზნით, სახლში ბუნებრივი აირი გაუშვა. აღნიშნული ვერსია „Sputnik - საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში არ დაუდასტურეს.

 

 

 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე პირმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.