მორიგი ფიზიკური გარჩევა სკოლის შენობაში

2018.10.29 12:30:32
მორიგი ფიზიკური გარჩევა სკოლის შენობაში

როგორც „ნიუპოსტისთვის“ გახდა ცნობილი, თბილისის 26-ე საჯარო სკოლის მე-9 კალსის მოსწავლეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ფიზიკური გარჩევა სკოლის შენობაში მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთ მოსწვალეს აღენიშნება სხეულის დაზიანება, თუმცა რითია მიყენებული ეს დაზიანება, ჯერჯერობით უცნობია.

 

 

„ნიუპოსტისთვის“ ასევე, ცნობილი გახდა, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო.

 

დამატებით დეტალებს შსს-ში ვარკვევთ და უახლოეს მომავალშ შემოგთვაზებთ.

აღსანიშნავია, რომ ხორავას ქუჩის ტრაგედია სკოლის შენობის გარეთ მოხდა. ახლა კი, მოსწავლეები საქმეს უკვე სკოლისდ შენობაში არჩევენ.