დღეს ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა

2018.10.11 11:43:20
დღეს ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა

მსახიობი ლიკა ქავჟარაძე 57 წლის ასაკში, 2017 წლის 11 ოქტომბერს გარდაიცვალა.

 

მსახიობი ლიკა ქავჟარაძე მშობლების გვერდით, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.

ლიკა ქავჟარაძეს შესრულებული აქვს 20-ზე მეტი როლი. განსაკუთრებით პოპულარული გახდა მარიტას როლის შესრულებით თენგიზ აბულაძის მიერ 1976 წელს გადაღებულ ფილმში „ნატვრის ხე“. მას ასევე შესრულებული აქვს როლები ფილმებში „პეპელა“ (1977), „კავკასიური რომანსი“, „დემეტრე თავდადებული“ (1982), „ოჯახი“ (1985) და სხვა.