ავტობუსებში მალე უფასო WI-FI იქნება

2018.10.05 12:31:38
ავტობუსებში მალე უფასო  WI-FI იქნება

თბილისში მოძრავ ავტობუსებში უფასო WI-FI იქნება. ამის შესახებ დედაქალაქის მერიაში აცხადებენ და ამბობენ, რომ 2019 წლის ბოლომდე, უფასო ინტერნეტი ყველა ავტობუსში იქნება.

 

თბილისის სატრანპოსტო კომპანიის განცხადების თანახმად, სერვისი 2019 წლის იანვრიდან, ახალი ავტობუსების შემოყვანის პარალელურად დაინერგება.

 

„იგეგმება, რომ ახალ ავტობუსებში იყოს უფასო WI-FI. ამასთან დაკავშირებით თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და მერიაში მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკური სამუშაოები. ახალი ავტობუსების შემოყვანის პარალელურად, ეს სერვისიც ჩაეშვება. ტექნიკურად იმუშავებენ და ეს სერვისი იქნება არა მხოლოდ ახალი, MAN-ის ავტობუსებისთვისაც.

 

რაც შეეხება ყვითელ ავტობუსებს, აქ სავარაუდოდ, არ იქნება, რადგან ამას ტექნიკური უზრუნველყოფა სჭირდება. თუმცა, 2019 წლის ბოლოსთვის მთელი ავტობუსების პარკის შეცვლა იგეგმება და ყველა ავტობუსში, რომელიც ტექნიკურ საშუალებას მოგვცემს, ვგეგმავთ იყოს უფასო WI-FI-ს სერვისი“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.