პაატა ბურჭულაძის მეუღლე პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული

2018.10.03 13:16:45
 პაატა ბურჭულაძის მეუღლე პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული

პაატა ბურჭულაძის მეუღლე ანჟელა ვასილენკო მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.

 

მთავარ პროკურატურაში პაატა ბურჭულაძის მეუღლის გამოკითხვა დღეს, 17:00 საათზე იგეგმება.

 

საქმე ეხება საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ ა(ა)იპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდ იავნანას“ დიდი ოდენობით თანხის შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს.

 

შეგახსენებთ, რომ გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით, პაატა ბურჭულაძის მეუღლე მთავარ პროკურატურაში 2018 წლის 1 მარტსაც დაიბარეს, თუმცა მაშინ ის საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდა და ამის მიზეზად საზღვარგარეთ ყოფნა დაასახელა.