თბილისობის დღესასწაული 6-7 ოქტომბერს გაიმართება

2018.09.13 13:03:54
თბილისობის დღესასწაული 6-7 ოქტომბერს გაიმართება

 

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, თბილისობა ყოველთვის ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას გაიმართბა. 

 

მან ასევე ისაუბრა სხვა ღონისძიებებზე, რომელიც შმოდგომაზეა დაგეგმილი. მათ შორისაა, ქეთი მელუასა და Tiger Lillies- ის სტუმრობა.

 

"არაერთხელ გამოითქვა მოსაზრება, რომ თბილისობის თარიღი იყოს ფიქსირებული, განსაკუთრებით გვთხოვენ ტურისტული კომპანიები და მინდა განვაცხადო, რომ ამიერიდან თბილისობის დღესასწაული ყოველთვის გაიმართება ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას," - განაცხადა კახა კალაძემ.