უმრავლესობის სხდომაზე, სერგეენკომ ჟურნალისტს პირველადი დახმარება აღმოუჩინა

2018.07.13 23:35:53
უმრავლესობის სხდომაზე, სერგეენკომ  ჟურნალისტს პირველადი დახმარება აღმოუჩინა

უმრავლესობის სხდომა ცოტა ხნით გადაიდო.

იმ დროს, როდესაც უმრავლესობის წევრები დარბაზში იკრიბებოდნენ, ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტი ცუდად გახდა. მას პირველადი დახმარება დავით სერგეენკომ აღმოუჩინა. ვითარების გასარკვევად ადგილზე იყვნენ პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი.

 

ჟურნალისტი სასწრაფო დახმარების მანქანამ წაიყვანა.