სადღესასწაულო მსვლელობა ვარდების მოედანზე

2018.05.17 14:24:30
სადღესასწაულო მსვლელობა ვარდების მოედანზე

სადღესასწაულო მსვლელობას, რომელიც ფილარამონიიდან დაიწყო მრევლი და სასულიერო პირები შემოუერთდნენ და აწყურის ღვთისმშობლის ხატი მოაბრძანეს.

 

 

შეკრებილი მრევლი სასულიერო პირებთან ერთად ქაშუეთის ტაძრისკენ მიემართება, სადაც მრავალშვილიან ოჯახებს დალოცავენ, შემდეგ კი მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.

 

მსვლელობის მონაწილეებს პატრიარქი ილია მეორე სამების ტაძარში დალოცავს. სამებაში ასევე საყოველთაო ჯვრისწერაც გაიმართება.

 

გადაკეტილია საავტომობილო გზა, ასევე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.