გიორგი გახარია კლუბი ბასიანის ერთ-ერთ დამფუძნებელს შეხვდა

2018.05.14 13:47:34
გიორგი გახარია კლუბი ბასიანის ერთ-ერთ დამფუძნებელს შეხვდა

გიორგი გახარია „თეთრი ხმაურის“ წარმომადგენლებს და "ბასიანის" ერთ-ერთ დამფუძნებელს ხვდება.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და „თეთრი ხმაურის“ ლიდერები შინაგან საქმეთა მინისტრს ხვდებიან.

შეხვედრას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც ესწრება. შეხვედრა ტექნიკური ხასიათისაა. მხარეებმა შემდგომი სამუშაო ფორმატი უნდა შეათანხმონ.

 

„ესკლაციის თავიდან აცილების მიზნით სერიოზულ კომპრომისზე წავედით და მეტზე ვეღარ წვაალთ“,-აღნიშნა ბექა წიქარიშვილმა.

 

როგორც ცნობილია,შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი გახარია განცხადებას გააკეთებს.