კონტრაქციის მონაწილეებმა მამაო ჩვენო წაიკითხეს

2018.05.13 18:33:08
კონტრაქციის მონაწილეებმა მამაო ჩვენო წაიკითხეს

კონტრაქციის მონაწილეები პარლამენტთან მივიდნენ და „მამაო ჩვენო“ წაიკითხეს

 

კონტრაქციის მონაწილეთა ნაწილი შეძახილებით: “საქართველოს გაუმარჯოს!“, “პატრიარქს გაუმარჯოს!“ პარლამენტთან მივიდა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

 

შეკრებილებმა „მამაო ჩვენო“ წაიკითხეს.

 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას პოლიცია იცავს. 

 

თბილისში, „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის ორგანიზებით, მასშტაბური აქცია იმართება, რომელიც კლუბებში „ბასიანსა" და „გალერიში" ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდებოდა. რუსთაველზე შეკრებილი აქციის წევრები, სპეცრაზმელების მხრიდან აგრესიულ მოპყრობას აპროტესტებენ. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.

 

დღეს აქციის მეორე დღეა. კონტრაქციის მონაწილები თეთრი ხმაურის მოძრაობის მიერ ორგანიზებულ შეკრებას აპროტესტებენ.

 

ბოლო პერიოდში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.