„დიდება ერს, სიკვდილი მტერს“- ეროვნული ერთობის წევრებმა ლონდონის ბაღში გადაინაცვლეს

2018.05.13 18:08:16
„დიდება ერს, სიკვდილი მტერს“- ეროვნული ერთობის წევრებმა ლონდონის ბაღში გადაინაცვლეს

ნეონაცისტური მოძრაობა ეროვნული ერთობის წევრები კონტრაქციას ლონდონის ბაღში გამართავენ, 

 

 

რადგან სამართალდამცველებმა პარლამენტთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს და გზა გადაუკეტეს.

 

„დიდება ერს, სიკვდილი მტერს“,-ამ ლოზუნგით გეგმავდნენ კონტრაქციის გამართვას რუსთაველის გამზირზე.

 

თეთრ ხმაურის მოძრაობის ორგანიზებით, თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა და ამ წუთებშიც იმართება, რომელიც კლუბებში „ბასიანსა" და „გალერიში" ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება. რუსთაველზე შეკრებილი აქციის წევრები, სპეცრაზმელების მხრიდან აგრესიულ მოპყრობას აპროტესტებენ. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.

 

ბოლო პერიოდში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.