" სასიკვდილოდ სცემდა, ორსულ შვილს მუცელში ურტყამდა!"

2018.04.17 11:49:39
" სასიკვდილოდ სცემდა, ორსულ შვილს მუცელში ურტყამდა!"

თავის შვილებთანაც კონფლიქტი ჰქონდა. 

 

 

სასიკვდილოდ სცემდა. მაგის მოწმეც არსებობს. ამის შესახებ, ბარნოვზე მოკლული გოგოს დედამ გადაცემაში ,,თავისუფალი სივრცე’’ განაცხადა.

,,თავის შვილებთანაც კონფლიქტი ჰქონდა. სასიკვდილოდ სცემდა. ორსული შვილი ჩაქოლა. მუცელში ურტყამდა. ამის მტკიცებულებაც და მოწმეც არსებობს. რაც ციხიდან გამოვიდა პირველად ახლა მივმართე პოლიციას. 2015 წელს კი სამჯერ, მაგრამ ამ გაფრთხილებას აზრი არ ჰქონია,’’- განაცხადა ბარნოვზე მოკლული გოგოს დედამ.

 

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. 25 წლის გოგო საკუთარი შვილების თანდასწრებით გამოასალმეს სიცოცხლეს. ბრალდებული დედის ყოფილი ქმარია. მამაკაცი ციხიდან ახალი გამოსულია.