სითი პარკის სკანდალური განცხადება!

2018.03.13 13:47:45
სითი პარკის სკანდალური განცხადება!

სითი პარკი განცხადებას ავრცელებს:

 

„სითი პარკი" დავის გაგრძელებას სასამართლოში აპირებს.

 

ამის შესახებ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ტაბიძემ განაცხადა.

 

„სამწუხაროდ, პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად გარკვეული ჯგუფის ინტერესები დადგა კანონზე მაღლა, კომპანია აუცილებლად მიმართავს სასამართლოს” – განაცხადა ლევან ტაბიძემ.

 

კომპანია სითი პარკსა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო. თუმცა , როგორც დღეს გახდა ცნობილი ხელშეკრულება ვადამდე, 2018 წლის 10 აპრილს შეწყდება.