დოდო გუგეშაშვილმა მკვლელს ესროლა?!

2018.02.13 12:25:39
დოდო გუგეშაშვილმა მკვლელს ესროლა?!

დოდო გუგეშაშვილმა მკვლელს ესროლა?!

 

ადვოკატ გელა ნიკოლეიშვილის ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილმა მკვლელისთვის სკამის სროლა მოასწრო.

 

უფლებადამცველი აცხადებს, რომ თითქოს დოდო გუგეშაშვილმა ამ დრომდე ძებნილი პირისთვის იარაღის სროლა მოასწრო, არასწორია.

 

 

"ქალბატონი დოდო ამბობს, რომ როგორც კი დაინახა, რომ მკვლელმა იარაღი ამოიღო და სროლა დაიწყო, მან სკამი ესროლა და მიმართა - რას შვები, შე გარეწაროო. ეს მკვლელი მათ გაეცნო სახელით, ზურა. ქალბატონმა დოდომ მისი შვილის დაჭრის ამბავი მეზობლებისგან იმ მომენტში გაიგო", - აცხადებს გელა ნიკოლეიშვილი.

 

 

7 თებერვალს დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. მასთან ერთად ესროლეს მის შვილს, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც ადგილზე დაიღუპა.