როგორია გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

2018.02.10 15:23:08
როგორია გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

როგორია გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

 

დოდო გუგეშაშვილის მეგობრის, სამსონ ბრეგვაძის ინფორმაციით, გუგეშაშვილის მდგომარეობა ისევ მძიმეა და პალატაში გადაყვანამდე მისი დაკითხვა გამორიცხულია.

 

„ის ისევ მძიმედაა, აპარატიდან მოხსნილია, ყველა ვარიანტში გადარჩენილია, მაგრამ სანამ კარგად არ გამოაღვიძებენ და პალატაში არ გადაიყვანენ, დაკითხვა ვერ მოხდება“, – განაცხადა სამსონ ბრეგვაძემ.

 

 

მისი თქმით, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე თავდასხმაზე ვერსიები არ აქვს.

 

 

„ჩვენთვის მთავარია დოდოს ჯანმრთელობა, ამ ეტაპზე ყველაზე მეტად გვაინტერესებს ეს და მერე ყველაფერი გაირკვევა“, – განაცხადა სამსონ ბრეგვაძემ.

 

 

მანამდე გავრცელდა ინფრომაცია, რომ "მხედრიონის" ყოფილი ლიდერი დღეს უნდა დაკითხონ.

 

 

7 თებერვალს დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. მასთან ერთად ესროლეს მის შვილს, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

 

 

შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).