გუგეშაშვილებზე თავდასხმის მიზეზი დასახელდა!

2018.02.09 01:11:08
გუგეშაშვილებზე თავდასხმის მიზეზი დასახელდა!

გუგეშაშვილებზე თავდასხმის მიზეზი დასახელდა!

 

გავრცელებული ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე, ნოდარ გუგეშაშვილზე თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია.

 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელის მთავარი სამიზნე ნოდარ გუგეშაშვილი იყო, თავდასხმის მიზეზად კი წლების წინ, გოგოს გამო მომხდარი დაპირისპირება სახელდება.

“ქრონიკის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გუგეშაშვილის მკვლელობისთვის ძებნილი რამდენიმე წელი სასჯელს იხდიდა. ციხიდან გამოსულმა კი შური იძია.

 

შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილს თავს საკუთარ სახლში დაესხნენ. მასთან ერთად ესროლეს მის შვილს, 33 წლის ნოდარ გუგეშაშვილს, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

 

შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა.გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).