,,დოდოს ყვირილის ხმა ისმოდა. დახმარებას ითხოვდა"

2018.02.07 14:01:01
,,დოდოს ყვირილის ხმა ისმოდა. დახმარებას ითხოვდა"

რამდენიმე საათის წინ დოდო გუგეშაშვილი შვილთან ერთად საკუთარ სახლში ჩაცხრილეს. 

 

შვილი, ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა, ხოლო დოდო გუგეშაშვილი დაჭრილია და ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული.

 

მეზობლების ინფორმაციით, ადგილზე ისმოდა ყვირლის ხმა, როდესაც დოდო გუგეშაშვილი ითხოვდა დახმარებას. მათივე თქმით, გასროლის ხმა არ გაუგია.

 

 

ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, რომ დედა-შვილი, სადაც შემთხვევა მოხდა ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

 

„ნოდარი ადრე ფოტოგრაფი იყო მერე ბავშვთა გასართობ ცენტრში მუშაობდა. ბოლო პერიოდში არ ვიცი რას საქმიანობდა. თავად დოდო კი სამი დღის წინ ვნახე“ - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.