სასწრაფოდ! 51 სკოლაში ცეცხლი გაჩნდა
2018.01.13 17:26:38
ადგილზე მობილზებული იყო სახანძრო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, 51-ე სკოლის პირველ სართულზე, კიბის უჯრედში ცეცხლი გაჩნდა.
როგორც „პირველს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძარი ლოკალიზებულია.
უწყების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 20 კვ/მეტრის ფართობი დაიწვა.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.