პოლიციელი ცოლთან ერთად სახლში გარდაცვლილი იპოვეს

2018.01.04 21:35:41
პოლიციელი ცოლთან ერთად სახლში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, პატრულის თანამშრომელი მეუღლესთან ერთად, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

 

შემთხვევა თემქის დასახლებაში გუშინ დილით მოხდა.

 

წინასწარი ინფორმაციით, ცოლ-ქმრის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო. რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.