სად შეხვდება თბილისის მერი ახალ წელს?
2017.12.31 00:54:43
სად ხვდება კახი კალაძე ახალ წელს ?
დედაქალაქის მერის კახი კალაძის განცხადებით, ის ახალ წელს ხალხთან ერთად შეხვდება.
"ახალ წელს შევხვდები ხალხთან ერთად გლდანში, ვარკეთილში და ძველ თბილისში"- განაცხადა კალაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.
საზეიმო კონცერტები 31 დეკემბერს თბილისში სამ ლოკაციაზე გაიმართება - გლდანში, ვარკეთილსა და ძველ თბილისში.