1913 წელი- თბილისის უძველესი ნაძვის ხე (ფოტო)

2017.12.29 16:40:13
1913 წელი- თბილისის უძველესი ნაძვის ხე (ფოტო)

როგორი იყო თბილისის ერთ-ერთი უძველესი ნაძვის ხე:

 

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია თბილისში, ერთ-ერთ სახლში მორთული ნაძვის ხე. ფოტო 1913 წლით თარიღდება. ამის შესახებ artnews-ი წერს.

 

როგორც ირკვევა, ნაძვის ხე პასკევიჩის, ახლანდელი გერონტი ქიქოძის ქუჩაზე, 9 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლში იდგა. სხვა დეტალები უცნობია, მათ შორის ის, თუ ვის ეკუთვნოდა სახლი. ცნობილია მხოლოდ მფლობელის ინიციალები "ვ.მ.თ", რომელიც ფოტოზეა დატანებული.

 

სურათი გიგლო ყარალაშვილის კოლექციას ეკუთვნის.