"ჩემი ცოლის დაქალები" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

2017.08.26 14:53:57
"ჩემი ცოლის დაქალები" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

"ჩემი ცოლის დაქალების" შემოქმედებითი გუნდი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

 

"ძალიან მოგვენატრეთ!!! 

 

გადაღებებს ვიწყებთ და ძალიან ძალიან მალე იხილავთ მე-12 სეზონს! "როდის დაიწყებაა?" - სექტემბერში, უფრო ზუსტ თარიღის მალე გეტყვით, მანამდე კი მნიშვნელოვანი განცხადება გვაქვს თქვენთვის:

 

თუ გსურთ ჩვენი სერიალის ეპიზოდურ როლებში და მასშტაბურ სცენებში მონაწილეობა, შემოგვიერთდით ამ ჯგუფში და აუცილებლად გაეცანით შესაბამის პირობებს, ჩცდ ბაზა - https://www.facebook.com/groups/1560653847342672/

 

თუ გსურთ თქვენმა ავტომობილმა მიიღოს მონაწილეობა ჩვენს სერიალში, მაშინ შემოგვიერთდით ამ ჯგუფში და აუცილებლად გაეცანით შესაბამის პირობებს, ჩცდ ავტო -https://www.facebook.com/groups/1703549183286742/

 

ხოლო თუ გსურთ თქვენმა სახლმა მიიღოს მონაწილეობა ჩვენს სერიალში, შემოგვიერთდით ამ ჯგუფში და რასაკვირველია არ დაგავიწყდეთ გაეცნოთ შესაბამის პირობებს, ჩცდ ლოკაცია - https://www.facebook.com/groups/268419076987323/

 

დროებით!", - წერია "ჩემი ცოლის დაქალების" ოფიციალურ გვერდზე.