ხვალ! ასტრონომიის საღამო იპოდრომზე

2017.07.28 10:57:02
ხვალ! ასტრონომიის საღამო იპოდრომზე

ხვალ იპოდრომზე ასტრონომიის საღამო მოეწყობა.

 

საქართველოს ასტრონომიის კლუბის ორგანიზებით, შაბათს 29 ივლისს 21:00 საათზე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ასტრონომიის საღამო მოეწყობა, სადაც ტელესკოპით მსურველები სხვადასხვა ციურ ობიექტებს დააკვირდებიან.

 

საღამოს ორგანიზატორების განცხადებით, საღამოზე მოწვეულ სტუმრებთან ერთად გაიმართება დისკუსია ასტრონომიაზე და კოსმოლოგიაზე. საღამოზე დასწრება თავისუფალია.