თბილისში დღეიდან გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა აიკრძალება

2019.10.21 15:05:26
თბილისში დღეიდან გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა აიკრძალება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, „აბრეშუმის გზის ბიზნესფორუმთან“ დაკავშირებით დღეიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა აიკრძალება. 

 

„კერძოდ, 21 ოქტომბერს, 15:00 საათიდან გადაიკეტება შოთა მესხიას ქუჩა, ხოლო 00:00 საათიდან – ვასო აბაშიძისა და რევაზ ლაღიძის ქუჩები.

 

22 ოქტომბერს, 18:00 საათზე გადაიკეტება რესპუბლიკის მოედანი. ელბაქიძის ქუჩიდან მომავალი ავტოტრანსპორტი მოძრაობას განაგრძობს ფილარმონიის მიმართულებით, ხოლო  ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან ავტოტრანსპორტი ვერ მოხვდება ელბაქიძის ქუჩაზე – სატრანსპორტო ნაკადი მოძრაობას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებს.

 

საჭიროების შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებ ადგილზე მიაწვდიან ინფორმაციას“, – აღნიშნულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

 

წყარო: იმედინიუსი