გომელაურის თქმით, გურამიშვილის გამზირზე კუსტარულად დამონტაჟებული გამათბობელი აფეთქდა

2019.10.19 13:16:10

გურამიშვილის გამზირზე, სადაც დღეს სავარაუდოდ გაზის დაგროვების გამო მოხდა აფეთქება, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური მივიდა. მინისტრის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა სავარაუდოდ, კუსტარულად დამონტაჟებული გამათბობელი აფეთქდა.

 

გომელაურის განცხადებით, ოჯახი გაფრთხილებულიც იყო.