ხანძარმა 8-სულიანი ოჯახის სახლი გაანადგურა

2020.01.14 16:29:56
ხანძარმა 8-სულიანი ოჯახის სახლი გაანადგურა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად ადგილობრივი ტარიელ ბერიძის 8 - სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ხანძრის შედეგად არავინ არ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე 2 სახანძრო მანქანა მუშაობდა.

 

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. დაზარალებული ოჯახი შუახევის მერიამ უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა.

 

როგორც მერიაში აცხადებენ, ბერიძეების ოჯახის მდგომარეობას სპეციალური კომისია შეისწავლის და მათ სახელმწიფო ფულად დახმარებას გაუწევს.

 

წყარო: "ტვ25"