თიკა სვანიძე - ვენკომ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის “ დააფუძნა

2020.01.14 13:12:09
თიკა სვანიძე - ვენკომ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის “ დააფუძნა

 

თბილისის საკრებულოში ფონდის - „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის „ პრეზენტაცია გაიმართა .  

 

ეს არის პირველი ორგანიზაცია , რომელიც გააერთიანებს ქართულ დიასპორას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ხელს შეუწყობს დიასპორული ორგანიზაციების პლატფორმის შექმნას და მათ ჩართვას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სოციალურ პროცესებში . 

 

ორგანიზაცია აქტიურად მიიღებს მონაწილეობას კონფლიქტურ რეგიონებში მშვიდობის მშენებლობის პროცესში.  ფონდმა სახალხო დიპლომატიის განვითარების ფარგლებში გააფორმა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმები : აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარესთან , ბატონ ჯემალ გამახარიასთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთან , ბატონ დავით ფაცაციასთან. 

 

ფონდის დამფუძნებელი და დირექტორი არის უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქალბატონი თიკა სვანიძე - ვენკო , რომლის საქმიანობა , როგორც საზღვარგარეთ , ისე საქართველოში ცნობილია ბიზნესის წარმოების , დიასპორული ინვესტიციების მოზიდვის, კულტურულ- შემოქმედებითი და საგანმანათლებლო მიმართულებით. 

 

თიკა სვანიძე-ვენკო -  „ფონდის დაარსების ლოგიკური  შედეგია ის პროექტები, რასაც ვახორციელებდი აქამდე. ძლიერი დიასპორები , საქართველოს კეთილდღეობისთვის , ეს არის უმთავრესი მესიჯი ჩვენი ორგანიზაციის . ფონდის მიზანია გვერდით დაუდგეთ სამშობლოს“ . 

  „ ყველგან, სადაც იცხოვრა მოიტანა ქართული სამყარო „  - ამბობს  ლია  ნაროუშვილი, ქალბატონ თიკა სვანიძე - ვენკოზე.  თქვენ წინაშეა ქალბატონი რომელიც  წარმატებული ბიზნესმენია , ქართული კულტურის დამაარსებელი ნიდერლანდების სამეფოში, სამი შვილი დედა და ამერიკულ-ქართული ოჯახის დიდი დიასახლისი . ქალბატონი, რომელმაც ყველგან ღირსეულად იცხოვრა.