"ქმარს ვეჩხუბე და გამომაგდო საქართველოში" - ნუკი კოშკელიშვილი

"ქმარს ვეჩხუბე და გამომაგდო საქართველოში" - ნუკი კოშკელიშვილი

მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ამერიკაში არის გათხოვილი. თბილისში ის რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, მოგვიანებით საქართველოში მისი ამერიკელი მეუღლე ბენჯი ჩეიმიც ჩამოვა. ნუკი "რეიტინგთან" ინტერვიუში საუბრობს:

ნუკი, რატომ დაბრუნდით საქართველოში?

როცა თბილისში ჩამოვდივარ, ყველა ელოდება თითქოს ქმარს ვეჩხუბე და გამომაგდო საქართველოში, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ დასასვენებლად და ოჯახის წევრების სანახავად, ამჯერადაც ამიტომ ჩამოვედი. მთელი ზაფხული აქ დავრჩები, მოგვიანებით ბენიც ჩამოვა და ყველა ელოდება ქმარს გავშორდი და გამომაგდო. ჩამოვედი ოჯახის სანახავად, დასასვენებლად. ორი სამი კვირით ბენიც ჩამოვა და ბათუმში წავალთ დასასვენებლად. საქართველო მეც და ბენსაც ძალიან გვიყვარს, ჩემს მეუღლეს ისე შეუყვარდა ჩვენი ქვეყანა ხინკლის, ხაჭაპურის და ფელამუშის გაკეთებაც კი ისწავლა.

 

 reitingi.ge

28 ივნ 2017

მამუკა ონაშვილი: ვეძებ 30-დან 40 წლამდე ქალბატონს ცოლად მოსაყვანად

მამუკა ონაშვილი:  ვეძებ 30-დან 40 წლამდე ქალბატონს ცოლად მოსაყვანად

მომღერალი მამუკა ონაშვილი საცოლეს ინტერნეტით ეძებს. ამის შესახებ მან, გვიან ღამით სოციალურ ქსელში დაწერა. – გთხოვთ არ განმსაჯოთ, ცუდად არ გამიგოთ. ბევრი, ძალიან ბევრი და დიდი ფიქრის მერე გადავწყვიტე, რომ აღარ ვიყო მარტო. არც არასდროს ვყოფილვარ მარტო, მაგრამ გადავწყვიტე შევქმნა ოჯახი! ამდენი გასტროლების და მოგზაურობის გადამკიდე, მივხვდი “დავტორმუზდე” და ვიპოვო ჩემი გულის ქალბატონი. ქალბატონი, რომელიც იქნება ჩემი ცხოვრების მეგზური ბოლომდე, ვხუმრობ? არა, არ ვხუმრობ. ქალბატონები 30-დან 40 წლამდე შემეხმიანეთ მაილზე ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. ან აქ, პირადში ფოტოებით. მე თვითონ შეგეხმიანებით, ჩემი გადაწყვეტილებით. ქედს ვიხრი ყველას წინაშე და ასევე ბოდიშს ვიხდი თუ ვინმეს არ ვუპასუხებ. პატივიცემით მ.ო – წერს მამუკა ონაშვილი.

26 ივნ 2017

„სულ 23 ადამიანი მოვკალი და პრინცესა ერთადერთი ქალი იყო“ - დიანას მკვლელის სენსაციური აღიარება

 „სულ 23 ადამიანი მოვკალი და პრინცესა ერთადერთი ქალი იყო“ - დიანას მკვლელის სენსაციური აღიარება

პრინცესა დიანას ტრაგიკული გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა, თუმცა მისი სიკვდილი დღემდე გამოცანად რჩება. სულ ცოტახნისი წინ, ბრიტანეთის სპეცამსახურების ყოფილმა აგენტმა, 80 წლის ჯონ ჰოპკინსმა აღიარა, რომ სწორედ ის არის დამნაშავე პრინცესა დიანას სიკვდილში. ის ამჟამად მძიმედ არის ავად და სიკვდილის წინ უნდა თავისი ცოდვები მოინანიოს. 

25 ივნ 2017

28 წლის ბიზნეს ლედის გულახდილი ინტერვიუ

28 წლის ბიზნეს ლედის გულახდილი ინტერვიუ

ჩვენი შეხვედრა ,,ტიფლის  ტერასა 21“ - ში შედგა,  აქ გამორჩეული ხედებია და მოსწონს აქაურობა.  საკუთარ თავზე საუბარი არ უყვარს, თუმცა, ჩვენ ბავშობიდან  დავიწყეთ  ინტერვიუს პირველი ნაწილი.

23 ივნ 2017

ვის უჩივის თიკა ჯამბურია სასამართლოში

ვის უჩივის თიკა ჯამბურია სასამართლოში

მომღერალი თიკა ჯამბურია, სააგენტოების მხრიდან მის მიმართ გავრცელებულ ინფორმაციებზე უარყოფითად რეაგირებს. ის ამბობს, რომ პორტალები მის შესახებ ბევრ გადაუმოწმებელ და არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, რაც მას პრობლემებს უქმნის. "ერთ-ერთმა სააგენტომ დადო ფოტოები, სადაც მეგობარ ბიჭთან ერთად ვარ გადაღებული და ორივეს მიაწერეს:

21 ივნ 2017

82 წლის სოფი ლორენის შოკისმომგვრელი დეკოლტე

82 წლის სოფი ლორენის შოკისმომგვრელი დეკოლტე

82 წელი შეუსრულდა ცნობილ იტალიელ მსახიობს, სოფი ლორენს, თუმცა არც ამ ასაკს შეუშლია მისთვის ხელი გამოყვანილი კაბა, ღრმა დეკოლტით მოერგო. რაც ყველაზე მთავარია, ის ამ კაბაში შესანიშნავად გამოიყურება. როგორც ჩანს, იტალიელ ქალებს მიმზიდველობისა და სილამაზის შენარჩუნების საკუთარი, განსაკუთრებული საიდუმლო აქვთ.

 

13 ივნ 2017

"სხვისი კარების გაღების მცდელობაზე ციხეა"-ნიკა არაბიძე საბერძნეთში დაპატიმრებას გადაურჩა

"სხვისი კარების გაღების მცდელობაზე ციხეა"-ნიკა არაბიძე საბერძნეთში დაპატიმრებას გადაურჩა

იუმორისტი ნიკა არაბიძე ჟურნალ "თბილისელებთან" საბრძნეთში მომხდარ შემთხვევაზე საუბრობსის:

12 ივნ 2017

"სამწუხაროდ, მათთან თამაშის დროს არ მაქვს"- პუტინი შვილიშვილებზე ალაპარაკდა

"სამწუხაროდ, მათთან თამაშის დროს არ მაქვს"- პუტინი შვილიშვილებზე ალაპარაკდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ამერიკელ რეჟისორთან ოლვერ სტოუნთან ინტერვიუში, შვილიშვილებზე ისაუბრა.

 

10 ივნ 2017

„შოუდან ზოგი ჩემს გამო გარბის“ - ვანო ჯავახიშვილი

„შოუდან ზოგი ჩემს გამო გარბის“ - ვანო ჯავახიშვილი

ტელეწამყვანი ვანო ჯავახიშვილი ჟურნალ "სარკესთან" სამუშაო გარემოსა და საქმისადმი მის დამოკიდებულებაზე საუბრობს. იუმორისტი ამბობს, რომ აუტანელი ხასიათი აქვს, რომელიც შოუს უხდება.

07 ივნ 2017

დემნა გავსალია - საუკეთესო საერთაშორისო დიზაინერი, რომელსაც პანიკური შიშები აქვს

დემნა გავსალია - საუკეთესო საერთაშორისო დიზაინერი, რომელსაც პანიკური შიშები აქვს

ნიუ-იორკში მოდის პრესტიჟული დაჯილდოვება CFDA Awards გაიმართა, სადაც დიზაინერებს უკვე ოფიციალურად გადაეცათ წლის ჯილდო. Calvin Klein-ის კრეატიული დირექტორი რაფ საიმონსი ორი მთავარი პრიზის ლაურეატი გახდა-ის საუკეთესო დიზაინერად დასახელდა როგორც ქალის, ისე მამაკაცის სამოსისთვის. დემნა გვასალია ცერემონიალზე დაჯილდოვდა, როგორც  საუკეთესო საერთაშორისო დიზაინერი. "გვინდოდა დაგვეჯილდოვებინა ისინი, ვინც სასიამოვნო ცვლილებები შემატა ჩვენს ინდუსტრიასა და საზოგადოებას. დიდი პატივია დემნა გვასალიასა და რიკ ოუენსის დაჯილდოება, ისინი ხომ თანამედროვე დიზაინერების მნიშვნელოვანი ტალღა არიან." - განაცხადეს ორგანიზატორებმა.

06 ივნ 2017