მონიკა ბელუჩის აღვირახსნილობა კანის ფესტივალის გახნაზე

მონიკა ბელუჩის აღვირახსნილობა კანის ფესტივალის გახნაზე

ცერემონიის მასპინძლის როლი იტალიელმა ლამაზმანმა, მონიკა ბელუჩიმ ითავა, რომელიც საღამოზე Dior-ის შავ, მხრებმოშიშვლებულ კაბაში გამოცხადდა. სექსსიმბოლომ დამსწრე საზოგადოებას ეფექტური სიურპრიზი მოუმზადა და პირდაპირ სცენაზე, ფრანგ კომიკოსს, ალექს ლუტსს ვნებიანად აკოცა.

18 მაი 2017

თაკო გაჩეჩილაძე ევროვიზიას გამოეთიშა

თაკო გაჩეჩილაძე ევროვიზიას გამოეთიშა

თაკო გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველ ნახევარფინალში მე-2 ნომრად გამოვიდა, თუმცა ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა. მისი საკონკურსო სიმღერა ნახევარფინალის ათ საუკეთესო ნომერს შორის ვერ მოხვდა.

10 მაი 2017

MISSONI საქართველოშია - იტალიური ფერადოვნება ერთ ფლაკონში

MISSONI საქართველოშია - იტალიური ფერადოვნება ერთ ფლაკონში

იტალიური ბრენდი MISSONI საქართველოში, ექსკლუზიურად „ისი პარის“ მაღაზიათა ქსელში შემოვიდა. ოჯახური ბრენდი რომელიც ნახევარ საუკუნეს ითვლის, ფუფუნებასთან და ფერადოვნებასთან ასოცირდება. სუნამო გაჯერებული ფუფუნებითა და არისტოკრატიულობით, უქვე საქართველოში მცხოვრები ქალბატონებისათვისაც ხელმისაწვდომია.

05 მაი 2017

მსოფლიო ჩემპიონის ავთანდილ ჭრიკიშვილის გრანდიოზული ქორწილი

მსოფლიო ჩემპიონის ავთანდილ ჭრიკიშვილის გრანდიოზული ქორწილი

ძიუდოს ევროპის 3-გზის და მსოფლიოს ჩემპიონი 81 კგ. წონით კატეგორიაში, ავთანდილ ჭრიკიშვილი დაქორწინდა.

01 მაი 2017

ვნებიანი კოცნის არომატი- ახალი ჰიტი Cartier-სგან

ვნებიანი კოცნის არომატი- ახალი ჰიტი Cartier-სგან

კომპანია „ისი პარიმ“ ქალბატონებს სიურპიზი მოუწყო. 2017 წლის ჰიტი, ფრანგულ ბრენდის Cartier-ეს ახალი სუნამო Baiser Fou (გრძნეული კოსცნა) უკვე ქართულ ბაზარზეც შემოვიდა. სუნამო განკუთვნილია თავდაჯერებული ქალბატონებისთვის.

20 აპრ 2017

ქეთა თოფურია MBFW - 2017 ზე

ქეთა თოფურია MBFW - 2017 ზე

მოსკოვში ,12-დან 17 მარტის ჩათვლით გაიმართა Mercedes-Benz Fashion Week 34-ე სეზონი.

22 მარ 2017

25 წლის ქართველი დიზაინერი მილანის მოდის კვირეულზე

25 წლის ქართველი დიზაინერი მილანის მოდის კვირეულზე

მილანის მოდის კვირეულზე ქართული ბრენდის ჩვენება გაიმართა, რომელმაც უცხოური პრესის დიდი ყურადღება დაიმსახურა.

27 თებ 2017

ქართველი დიზაინერი დევიდ კომა “საომარ” განწყობაზეა

ქართველი დიზაინერი დევიდ კომა “საომარ” განწყობაზეა

ქართველი დიზაინერი დევიდ კომა საომარ განწყობაზეა - ასე აფასებენ მოდის კრიტიკოსები დიზაინერის ახალ კოლექციას, რომელიც ქართულ მოტივებზეა შექმნილი.

21 თებ 2017

ANOUKI მილანის მოდის კვირეულზე წარდგება

ANOUKI მილანის მოდის კვირეულზე წარდგება

დიზაინერმა ანუკი არეშიძემ ბრენდის ოფიციალურ ვებ გვერძე გაავრცელა ინფორმაცია, რომ 27 თებერვალს, მილანში, ლეონარდო და ვინჩის მუზეუმში შემოდგომა/ზამთარი 2017 წლის კოლექციას წარადგენს.

20 თებ 2017

ქართული ბრენდის დღე 2017-ის გრანდიოზული დაჯილდოების ცერემონიალი

ქართული ბრენდის დღე 2017-ის გრანდიოზული დაჯილდოების ცერემონიალი

20 დეკემბერს, სასტუმრო „ბილთმორ თბილისში“ „ქართული ბრენდის დღე 2017“-ის პომპეზური დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. 

 

პროექტისთვის  წელს საიუბილეო, მე-15 წელია. სწორედ ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად ზაზა მარჯანიშვილის მიერ დაიწერა ქართული ბრენდის დღის ჰიმნი, რომლითაც ღონისძიება გაიხსნა. 

 

მანანა გეგიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილის" დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი : ,, როცა პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, სიტყვა "ბრენდი"  იმდენად უცხო იყო საზოგადოებისთვის, რომ მისი მნიშვნელობის ახსნა ხშირად გვიწევდა... მას შემდეგ ათეული წელი გავიდა, ქართულ სინამდვილეში გაჩნდნენ ახალი კომპანიები, დაიწყეს ბაზარზე დამკვიდრება და ბრენდად ჩამოყალიბების ეტაპების გავლა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა ბრენდებმა შიდა და გარე ბაზარზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. ქართული ბრენდების სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვება, წლის პრესტიჟული ჯილდო გახდა, ხოლო "ქართული ბრენდის დღე", - ნაციონალურ დღესასწაულად იქცა."

 

გამარჯვებული კომპანიები საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო “პროფილის” კვლევის შედეგად 7 ნომინაციაში გამოვლინდნენ: 

 

ლიდერი:

 

რადიო "ფორტუნა"

"პე-ეს-პე ჯგუფი"

"IDS ბორჯომი საქართველო"

ჟურნალი „სარკე“

კლინიკა „ენმედიცი“

"შატო მუხრანი"

"ნიკორა"

სილამაზის ცენტრი „ნატალი“

 

კობა ბურნაძე: ,, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო პროფილს კლინიკა ენმედიცის სახელით მადლობას ვუხდი თანადგომისთვის. ვულოცავ 15 წლის იუბილესა და დამდეგ შობა-ახალ წელს. ვუსურვებ წარმატებებს საქმიანობაში, რომლითაც ჩვენ ძალიან ბევრს გვასწავლის და მიგვითითებს იმ საკითხებზე, რაც კონკურენტუნარიანს გვხდის სამედიცინო მომსახურების ბაზარზე."

 

ნატალია თოლორაია: ,, ქართული ბრენდის დღე მნიშვნელოვანი სტიმულის მომცემია ბიზნესისთვის და კერძოდ ჩვენი კომპანიისთვის, რათა მეტი პოპულარობა გავუწიოთ ჩვენს საქმიანობას. მადლობას ვუხდით ქართული ბრენდის დღის დამფუძნებელსა და მთელ სამუშაო ჯგუფს."

 

 

ნდობა–რეპუტაცია:

 

"იმედის კლინიკა"

გამომცემლობა „უნივერსალი“

ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „დერმა"

კურორტი „საირმე რეზორტი“

რესტორანი „თაშრე“

"მეიერ შავიტის მხატვარ-დიზაინერთა სკოლა" „ოსკარ შინდლერის აკადემია“ 

კოსმეტიკური კომპანია "იზოსია"

"მანანა შეროზიას თვალის კლინიკა"

ნიუ იორკის ქართული თეატრი

 

დავით კობეშავიძე: ,, ჩვენდა საბედნიეროდ, იმედის კლინიკა ნდობა-რეპუტაციის ნომინაციაში უკვე მეორედ ჯილდოვდება და ეს ნიშნავს ჩვენ მიერ აღებული გეზის შეფასებას. გვჯერა, რომ გზა, რომლითაც ჩვენ მივდივართ სწორია და ამაში სწორედ ქართული ბრენდის დღემ დაგვარწმუნა.  ჩვენი თითოეული თანამშრომლისთვის სასიხარულო და მეტად მნიშვნელოვანია ეს ჯილდო. ამასთან ერთად ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც სტიმულს გვაძლევს და განვითარებისკენ გვიბიძგებს."

 

სალი სურგულაძე: ,, ესთეტიკური მედიცინის ცენტრი დერმა წელს უკვე მესამედ ჯილდოვდება. პირველად გამარჯვებული გავხდით ნომინაციაში- წარმატებული ახალი ბრენდი,  მეორე წელს ჯილდო უკვე ნდობა-რეპუტაციის ნომინაციაში მივიღეთ და წელსაც ამ სტატუსს ვინარჩუნებთ. ჩვენთვის,რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარმატებულ ქართულ ბრენდებს შორის დერმაც არის წარმოჩენილი და ვინარჩუნებთ მაღალ ხარისხს."

 

ირაკლი ჭიღლაძე: ,, ძალიან დიდი მადლობა პროფილს ამ ჯილდოს გადმოცემისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ წამახალისებელ პროექტში გამარჯვება, რადგან 24 საათის განმავლობაში ვფიქრობთ კურორტი საირმეს განვითარებასა და წინსვლაზე".

 

იზო  გოგოძე:,, ყველა ჯილდო სასიხარულოა, მაგრამ ორმაგად სასიხარულოა ჯილდოს მიღება, როცა რაღაცას გულით აკეთებ და ამას აღიარება მოჰყვება. მინდა ყველა ქსრთულ ბრენდს ვუსურვო ბაზარზე თავის დამკვიდრება და ხარისხის შენარჩუნება, რაც ჩვენი ბრენდის მთავარი ნიშაა, მინდა იყოს ხარისხი. მადლობას ვუხდი ქართული ბრენდის დღის ყველა წარმომადგენელს."

 

 

წარმატებული ახალი ქართული ბრენდი:

 

"სასტუმრო აივანი"

"ბელა მეტრეველის გინეკოლოგიური ცენტრი"

 „ლე გარაჟ ჯგუფი“

ნია ონიაშვილის კლინიკა "ბაიები"

სასტუმრო „ბორჯომი აისი“

 

ციცო ფუტკარაძე: ,,ეს პრიზი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სასტუმრო აპრილში გაიხსნა და უკვე სოლიდური ჯილდოც მიიღო. ქართული ბრენდის წოდება მართლაც საამაყოა ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. ვულოცავ ყველა გამარჯვებულს."

 

ბელა მეტრეველი:,, ჩვენი კომპანიისთვის ეს ჯილდო ძალიან დიდი მიღწევაა. მთავარია, რომ ეს არის ქართული ბრენდის დღე და ჯილდოვდებიან ქართული ბრენდები. მე მიხარია, რომ ამ მართლაც საუკეთესო ღონისძიებაზე გავხდით წარმატებული ახალი ბრენდის ნომინანტები."

 

 ქართული ბრენდის ტიტული მოიპოვეს კომპანიებმა:

 

სასტუმრო კომპლექსი „ბაგრატი 1003“ 

"აჭარის მოდის კვირეული"

ლევან შონია : ,,რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. ჩვენი კომპანია უკვე 9 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და დიდი სიამოვნებით ვმასპინძლობთ ჩვენს სტუმრებს ქუთაისში. პროექტის ორგანიზატორებს, პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო და ამავდროულად მივულოცო 15 წლის იუბილე."

 

წარმარტებული ქართული ბრენდის ნომინაციაში დაჯილდოვდნენ: 

კურორტი „კასტელო დე მარე“

"გრინ ვეი"

"სამგორი მედი"

სუპერმარკეტების ქსელი „ვილმარტი“

"ფოცხიშვილების სამეფო ნაციონალური ბალეტი და ფოცხიშვილების პატარა ვარსკვლავები"

 

სპეციალური პრიზი მედიცინის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა მარი მალაზონიას.

 

წარმატებული ტელეპროექტის ნომინაციაში გამარჯვებულები გახდნენ:

"პრაიმ  შოუ"

"დილა მშვიდობისა საქართველო"

"აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრი"

 

ისტორიული რადიო ბრენდის წოდება მიიღო გადაცემამ "პიკის საათი".

 

წარმატებული სახელი მოდის ინდუსტრიაში მოიპოვა -მარიამ მაჩაბელმა.

 

წარმატებული მუსიკალური პროექტისთვის ჯილდო გადაეცა მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ დრამას "სამოსელი პირველი ზაზა მარჯანიშვილი".

 

წელს ბრენდ პერსონა ლიტერატურის კლასიკოსი, მწერალი გურამ დოჩანაშვილი გახდა.

 

ქართული ბრენდის დღე 2017-ის სპონსორები არიან : "ჯეოქორდი",  მაღაზიათა ქსელი "ქალთა ბედნიერება", "მარი გოლდი", საკონდიტრო "მადამ ბონ აპეტი".

წელს ღონისძიების პარტნიორები კომპანიები იყვნენ: "აისო მასერთიფიცირებელი", სარეკლამი კომპანია "დი ენ ჯი", "ეს რუმი", "საქმიანი დილა", "სეილს პარტნიორი" და "საპარტნიორო ფონდი".

 

ნანა დულარიძე: ,, უპირველეს ყოვლისა მინდა ქართული ბრენდის დღის დამფუძნებლებს მივულოცო 15 წლის იუბილე. ჩვენი საკონდიტრო ,,მადამ ბონ აპეტი" მხარში უდგას ამ პროექტს და მოხარული ვართ, რომ საშუალება გვქონდა სპონსორობა გაგვეწია მისთვის, რადგან ეს არის უმნიშვნელოვანესი ჯილდო ბიზნესის სტიმულირებისთვის.  ყველა ქართულ ბრენდსა და სრულიად საქართველოს ვუსურვებთ წარმატებას და ვულოცავთ დამდეგ ახალ წელს."

 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების არსებობის განმავლობაში 500-ზე მეტი ქართული ბრენდი დაჯილდოვდა. 2003 წლიდან დღემდე “ქართული ბრენდის დღე” წარმოაჩენს და სტიმულს აძლევს ქართულ ბრენდებს, მათი განვითარების ყველა ეტაპზე.

გაზაფხულზე პროექტი ქვეყნის საზღვრებს გასცდება და მისი არსებობის ისტორიაში პირველად ქართული ბრენდის დღე ნიუ-იორკში ჩატარდება.

 

 

 

 

21 დეკ 2017