თბილისის მოდის კვირეული 18-21 ოქტომბერს გაიმართება

თბილისის მოდის კვირეულის მე-18 სეზონი 18 -21 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. გახსნის ტრადიცია უცვლელია და ის ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდებს ეთმობა. წელს ფუნიკულიორზე წარმოდგენის მთავარი გმირი ბელა მირიანაშვილი იქნება. 4-დღიანი პროგრამა 20-მდე ღონისძიებას მოიცავს. კვირეულის ფარგლებში წარსდგებიან ახალბედა დიზაინერები.