ლეონარდო დიკაპრიო თავისუფალია

2017.05.19 13:52:12
ლეონარდო დიკაპრიო თავისუფალია

42 წლის მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო 25 წლის მოდელს ნინა აგდალს თითქმის ერთწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა. მათ შეხვედრები 2016 წლის ზაფხულში დაიწყეს. როგორც ირკვევა, დაშორება რამდენიმე დღის წინ მოხდა და ისინი მეგობრებად დარჩნენ.

 

 წყვილი ერთად ბოლოს აპრილის თვეში დააფიქსირეს. მათი მხრიდან ეს  ურთიერთობის გადარჩენის მეორე მცდელობა იყო.  ისინი 2014 წელსაც ხვდებოდნენ, თუმცა მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში. მას შემდეგ ლეოს კელი როჰბახთან ჰქონდა რომანი. ლეონარდოს ისეთი ლამაზმანების გული აქვს მოგებული, როგორებიც არიან ჟიზელ ბიუნდჰენი, ბლეიკ ლაივლი, ბარ რაფაელი და აშ.