მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი რეპერები

2018.09.13 13:19:30
მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი რეპერები

 

Forbes-მა მსოფლიოში ყველაზე ანაზღაურებადი რეპერები დაასახელა.

სიის ლიდერი ჰიჰ-ჰოპის შემსრულებელი შონ კორი კარტერი გახდა, რომელიც ჯეი ზის ფსევდონიმითაა ცნობილი. 

 

მუსიკოსმა ბოლო 12 წლის განმავლობაში 76,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. გამოცემის თქმით, ჯეი ზის ეს ტიტული ალბომმა Everything Is Love-მა მოუტანა.

 

რეიტინგში მეორე ადგილს შონ კომბსი, იგივე პაფ დედი იკავებს. მან 64 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

 

სიაში მესამე ადგილზე 58 მილიონი დოლარით კენდრიკ ლამარი გავიდა.

 

ათეულში ასევე მოხვდნენ დრეიკი, J. Cole, Dr. Dre, Nas-ი და კანიე უესტი.