ცუცა კაპანაძის „კლინიკური ქორწინება“ ნიუ იორკში

2017.05.15 13:33:31
ცუცა კაპანაძის „კლინიკური ქორწინება“ ნიუ იორკში

სპექტაკლი „კლინიკური ქორწინება“ -ორიგინალური სახელწოდებით და გაჯერებული იუმორით გვიყვება ერთ კლინიკაში განვითარებულ მოვლენებზე, რომლებიც კლინიკის დირექტორს და თანამშრომლებს გადახდებათ თავს. ყველასათვის ნაცნობი და მარადიული პრობლემები, როგორებიცაა: ღალატი, ტყუილი, განდიდების სურვილი, ორპირობა ავტორის მიერ შექმნილი, ძალიან საინტერესო, აბსურდული სიტუაციებითაა გადმოცემული.

4 ივნისს,ნიუ იორკში ქართული კულტურის ცენტრ Dancing Crane- თან არსებულ, ნიუ იორკის ქართულთეატრში, პრემიერაა ! თეატრის ერთგულიმაყურებელი მალე, ახალ ქართული სპექტაკლს იხილავს, სპექტაკლის რეჟისორია ლიკა სირელსონი. სპექტაკლში ერთ-ერთ მთავარ როლს, ყველასათვის საყვარელი ქართველი მსახიობი, ცუცა კაპანაძე ასრულებს. მისი პერსონაჟი „ასმათი“ დიდი უცნაური ვინმეა, ამავედროს ძალიან ეშმაკია და ინტრიგების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია.

 

                                                  

 

„ასმათზე“ და ნიუ იორკის ქართულ თეატრზე ქალბატონი ცუცა თვითონ გვესაუბრა:

-„ვიყო ნიუ იორკის ქართული თეატრის მსახიობი, ეს უდიდესი სიამაყეა. დღეს, ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი ქმნის უდიდეს ისტორიას, ქართული თეატრის, ქართული კულტურის შესახებ. ძნელია დაიმკვიდრო შენი ადგილი და შეინარჩუნო შენი კულტურა, იმ ქვეყანაში სადაც, მთელი მსოფლიოა თავმოყრილი. ჩვენი თეატრი 10 წლისაა და ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ : ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ ! მომწონს ის, რომ მთელი შემოქმედებითი ჯგუფი არის უნიჭიერესი, შრომისმოყვარე. თითოეული მათგანი დაღლის მიუხედავად, დაუზარლად შრომობს და ქმნის თავის პერსონაჟს. ერთობლივად იბადება ახალი სპექტაკლი. ეს არის ერთი დიდი მოსიყვარულე ოჯახი. რაც შეეხება ახალ პრემიერებს, ჯერ მთავარი ეს პექტაკლია და მისი პრემიერის შემდეგ აუცილებლად დავიწყებთ მუშაობას სხვა დადგმებზეც. ამისთვის მადლობა ამერიკას, ბატონ ვიქტორ სირელსონს და ქალბატონ ლიკა სირელსონს, რომლებმაც მოგვცეს საშუალება არ დავიკარგოთ და არ გავქრეთ ამ უზარმაზარ ქვეყანაში და ვაკეთოთ ჩვენი საყვარელი საქმე.“