რა შეცვალა ცეკვავენ ვარსკვლავებმა დათო გომართელის ცხოვრებაში

2018.10.17 12:19:03
რა შეცვალა ცეკვავენ ვარსკვლავებმა დათო გომართელის ცხოვრებაში

პრო­ექ­ტი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" ერთ-ერ­თმა კონ­კურ­სან­ტმა, "იმე­დის" ჟურ­ნა­ლის­ტმა თორ­ნი­კე კვე­რენ­ჩხი­ლა­ძემ და­ტო­ვა. 

 

 

კონ­კურსს მომ­ღე­რა­ლი დათო გო­მარ­თე­ლი აგ­რძე­ლებს და ამ­ბობს, რომ შო­უ­ში მოწ­ვე­ვას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იღებ­და, მაგ­რამ არ თან­ხმდე­ბო­და, წელს კი, პრო­ექ­ტის პრო­დი­უ­სე­რებ­მა აჯო­ბეს და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე და­ი­თან­ხმეს.

 

"პირ­ვე­ლი ცეკ­ვით კმა­ყო­ფი­ლი არ ვარ, მაგ­რამ იმის გამო, რომ ჩვე­ნი წყვი­ლის ცეკ­ვა პირ­ვე­ლი იყო, სე­ზო­ნი ჩვენ გავ­ხსე­ნით, ნერ­ვი­უ­ლო­ბა, ემო­ცი­ე­ბი მეტი გვქონ­და. შემ­დეგ, რო­დე­საც უკვე სა­კუ­თა­რი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნო­მე­რი ვნა­ხე, უფრო მო­მე­წო­ნა, რა თქმა უნდა, უკე­თე­სის წარ­მოდ­გე­ნაც შე­იძ­ლე­ბო­და. ალ­ბათ ჟი­უ­რის წი­ნა­შე მე­ო­რედ რომ მე­ცეკ­ვა, ის შეც­დო­მე­ბი აღარ იქ­ნე­ბო­და. ხომ ვამ­ბობ, სე­ზო­ნის გახ­სნა­ზე ემო­ცია ჭარ­ბობ­და. ჟი­უ­რის წი­ნა­შე გა­მოს­ვლა, პირ­ვე­ლი ნო­მე­რი, არ იყო ად­ვი­ლი და შე­სა­ბა­მი­სად შეც­დო­მე­ბიც და­ვუშ­ვი, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ რა ქუ­ლე­ბიც და­წე­რეს, ალ­ბათ იმ ყვე­ლა­ფერს ასა­ხავ­და", - გვე­უბ­ნე­ბა მომ­ღე­რა­ლი, რო­მე­ლიც სცე­ნა­ზე სიმ­ღე­რის წარ­მოდ­გე­ნი­სას, პა­რა­ლე­ლუ­რად ცეკ­ვავს კი­დეც, თუმ­ცა დას­ძენს, რომ ცეკ­ვით პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად არას­დროს და­კა­ვე­ბუ­ლა, ახლა კი მი­აჩ­ნია, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ეს ყვე­ლა­ფე­რი და ძა­ლი­ა­ნაც მოს­წონს.

 

"თუმ­ცა ვფიქ­რობ, რომ ადა­მი­ა­ნი ამას ახალ­გაზ­რდო­ბა­ში უნდა აკე­თებ­დეს... ისე, დრო რომ მქონ­დეს, იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სოა სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბი, ცეკ­ვა­ზე ვივ­ლი­დი, პრო­ფე­სი­უ­ლი თვა­საზ­რი­სი­თაც და­ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, რომ მე­ტად მოძ­რა­ვი და პლას­ტი­კუ­რი გავმხდა­რი­ყა­ვი და სცე­ნა­ზე უფრო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ყო­ფი­ლი­ყო ჩემი ნო­მე­რი, მაგ­რამ ახ­ლაც შე­იძ­ლე­ბა პა­ტა­რა ნი­უ­ან­სე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა და ცეკ­ვის უკეთ წარ­მოდ­გე­ნა", - აღ­ნიშ­ნავს გო­მარ­თე­ლი.

 

მისი თქმით, რე­პეტ­ცი­ას დიდი დრო მი­აქვს, "რთუ­ლი იყო ჩემი პირ­ვე­ლი ცეკ­ვა, სპორ­ტუ­ლი ჯა­ი­ვი, დიდი ენერ­გია და სის­წრა­ფე უნ­დო­და... ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან და ყვე­ლა­ფერ­ში სე­რი­ო­ზუ­ლად გვეხ­მა­რე­ბი­ან"... მომ­ღე­რა­ლი ასე­ვე ამ­ბობს, რომ თა­ვი­დან ცოტა და­ძა­ბუ­ლი იყო, თან, რა­ღაც რომ არ გა­მოგ­დის, ეს ხა­სი­ათ­ზეც ისა­ხე­ბა, მაგ­რამ მი­აჩ­ნია, რომ თან­და­თან უფრო გა­იხ­სნა, მი­ეჩ­ვია ცეკ­ვის ილე­თებს და თავ­საც უკე­თე­სად გრძნობს. პარტნი­ო­რი - ირი­ნა კვი­ტინ­სკა­ი­აც მოს­წონს. "სა­ო­ცა­რი გო­გოა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვე, სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე გა­მო­დის. რო­გორც ამ­ბო­ბენ, რო­გორც წყვი­ლი, ცეკ­ვის დროს ერ­თმა­ნეთს უხ­დე­ბი­თო", - დას­ძენს რეს­პონ­დენ­ტი.

 

- კონ­კურ­სის გამო თქვენს ძი­რი­თად საქ­მეს დრო­ე­ბით მო­წყდით?

 

- ამ რე­პე­ტი­ცი­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ძნე­ლია ძი­რი­თა­დი საქ­მის კე­თე­ბა, მაგ­რამ ჩემს პირ­ველ სა­ცეკ­ვაო ნო­მერს რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, რა შეც­დო­მე­ბიც მქონ­და, სწო­რედ იმას ვაბ­რა­ლებ, რომ ძი­რი­თა­დი საქ­მის გამო, ერთი კვი­რა ვარ­ჯი­ში გა­ვაც­დი­ნე. ნო­მე­რი სამ დღე­ში ვის­წავ­ლე, მერე იტა­ლი­ა­ში კლი­პის გა­და­ღე­ბა მქონ­და, ერთი კვი­რა იქ გახ­ლდით და ასეთ პი­რო­ბებ­ში მო­ვამ­ზა­დე ის, რაც წარ­მო­ვად­გი­ნე. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ბა­თუმ­ში, ოზურ­გეთ­ში კონ­ცერ­ტე­ბი მქონ­და, სა­დაც რე­პე­ტი­ცი­ის შემ­დეგ წა­ვე­დი. ასე რომ, ჩემს საქ­მეს ვერ შე­ვა­ჩე­რებ, შე­მო­სავ­ლის წყა­რო ეგ არის.

 

- შვი­ლი რო­გორ გა­ფა­სებთ მო­ცეკ­ვა­ვე მა­მას?

 

- ლა­ი­ვებ­ზე ვერ და­დის, პა­ტა­რაა ამის­თვის, შოუ გვი­ან მთავ­რდე­ბა, ამი­ტომ ტე­ლე­ვი­ზორ­ში უყუ­რებს, მოს­წონს და რა­ტომ­ღაც ასე მომ­მარ­თავს - ბა­ტო­ნო და­ვით. ეტყო­ბა, "ცეკ­ვამ" იმოქ­მე­და, ამ ამ­პლუ­ა­ში არ ვახ­სო­ვარ. რა­ღაც­ნა­ი­რად მის თვალ­ში ავ­მაღ­ლდი... ბო­ლოს კი ვი­ტყვი, რომ ყო­ველ­თვის მა­ინ­ტერ­სებ­და და მა­ინ­ტე­რე­სებს ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი. ასეთ დროს ადა­მი­ა­ნის და­ფა­რუ­ლი უნა­რე­ბი ვლინ­დე­ბა, შოუ მის წარ­მო­ჩე­ნა­ში ეხ­მა­რე­ბა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჩემს გულ­შე­მატ­კი­ვარს, მსმე­ნელს მინ­და, ჩემი თავი ახა­ლი კუ­თხით და­ვა­ნა­ხო და კი­დევ ერთხელ ვაჩ­ვე­ნო სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რაც გა­მაჩ­ნია და რაც შე­იძ­ლე­ბო­და სხვა დროს ვერ ენა­ხა ვე­რა­ვის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე ალა­ლი ვარ და პრო­ექ­ტიც მიზ­ნად ამას ისა­ხავს. დიახ, ალა­ლი ვარ ჩემი საქ­ცი­ე­ლით, გრძნო­ბით მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე. სა­ნამ გავ­ქა­ჩავ, გავ­ქვა­ჩავ, მი­ყუ­რონ, მი­გულ­შე­მატ­კივ­რონ და თუ უნ­დათ, სმს-ები გა­მო­მიგ­ზავ­ნონ.

 

წყარო: www.ambebi.ge