ნინო ჩხეიძე ბავშვის გაჩენას აპირებს?

2018.06.20 14:41:38
ნინო ჩხეიძე ბავშვის გაჩენას აპირებს?

მომღერალი ნინო ჩხეიძე "სარკესთან" ინტერვიუში ამბობს, რომ, ორი თვის წინ ბენდი ჩამოაყალიბა. ის ამბობს, რომ მუშაობის გამო დასვენებას კარგად ვერ გეგმავს, მაგრამ გადაწყვეტილი აქვს, რომ კიევში ქმართან ერთად დაისვენოს.

 

სექტემბრიდან თავის მსმენელს აბსოლუტურად ახალ პროექტს შესთავაზებს, რომელიც მისთვისაც ექსპერიმენტია.

 

სიმღერებზე აქტიურად ვმუშაობ. სექტემბრისთვის კიდევ ახალ პროგრამას ვამზადებ. აბსოლუტურად განსხვავებულ და ხმაურიან პროექტს ვაპირებ.

 

თქვენთვის დასვენება რა არის, ამ დროს სად მიდიხართ, დროს როგორ ატარებთ?

 

-ჩემთვის დასვენებაა, როცა კომფორტში ვარ და გარემო მსიამოვნებს. წელს რატომღაც მინდა, რომ იტალიაში წავიდე. იქ არაჩვეულებრივი ზღვის კურორტებია, მერე კი რომში ჩავალ. როდის იქნება ეს კონკრეტული რიცხვი არ ვიცი.

 

წლებთან ერთად შეგეცვალათ დასვენების სტილი? ადრე მზე და გარუჯვა გიყვარდათ

 

-ალბათ შეიცვალა, ადრე ყოველ წელს თურქეთში დავდიოდით, რადგან გიორგის ძალიან უყვარდა იქ ყოფნა, მე კი ვერ ვიტანდი. როგორც იქნა წლებთან ერთად მიხვდა, რომ აღარ უნდა წავიდეთ. წლებტან ერთად შეიცვალა ის, რომ აღარ მივდივარ ისეთ ადგილებში, სადაც არ მსიამოვნებს, ამას აღარავის ხათრით აღარ ვაკეთებ.

 

გარუჯვაც ამოვარდა თქვენი ცხოვრების წესიდან ?

 

-უფრო ავტორუჯს ვხმარობ, ადრეც ასე იყო, უბრალოდ უფრო აქტიურად ვიკეთებდი, უფრო ადრე სოლარიუმში დავდიოდიუ და მზეზეც ვირუჯებოდი, მაგრამ ეს სახის კანზე ცუდად აისახა, ტუჩზე კისტა გამიჩნდა, ამის მერე სოლარიუმში აღარც შევსულვარ, ავტორუჯს ვიკეთებ. რუჯი კანისთვის ძალიან ცუდია.

 

მეორე შვილის გაჩენაზე არ ფიქრობთ?

 

-ჯერჯერობით არ ვაპირებ, მაგრამ სამომავლოდ ძალიან მინდა. რაც ასაკი მემატება, უფრო და უფრო მიყვარდება ბავშვები და მათ მიმართ უფრო სენსიტიური ვხდები, გაგიჟებული ვარ ბავშებზე. ჯერ 37 წლის ვარ, მინდა 40 წლის ასაკში გავაჩინო. ასე მაქვს ჩაფიქრებული და ვნახოთ, ყველაფერი უფლის ნებაა.

 

თქვენი დედისერთა მარიკო არ იეჭვიანებს?

 

-არ ვიცი, ამაზე ამაზე არ გვისაუბრია. რატომ, არ გაუხარდება? მგონია, რომ ეგოისტობისთვის უკვე ძალიან დიდია, 14 წლისაა და ის ასაკი გადავლილი აქვს.