"თავიდან უნდა გავიკეთო ოპერაცია"

2018.06.20 13:42:03
"თავიდან უნდა გავიკეთო ოპერაცია"

გთავაზობთ მამუკა ონაშვილის ინტერვიუს ამონარიდს ჟურნალ სარკესთან.

 

უკვე დაიწყო ახალ საკონცერტო პროგრამაზე ფიქრი, რომელსაც ქართველ მსმენელსაც წარუდგენს და უცხოეთშიც გაიტანს.

 

"ჩემი ყოველდღიურობა ისეთი დატვირთული აღარ არის, როგორიც ადრე იყო. წლების წინ თვეში რამდენიმე კონცერტი გვქონდა, ახლა კი ფაქტობრივად კონცერტები აღარ არის.პირველად ვამბობ, არის რაღაც სხვა გეგმები, რომლითაც დაკავებული ვარ.

 

 

თავისუფალ დროს რას აკეთებთ, კიდევ გაქთ რაიმე ჰობი?

 

 

ძალიან მიყვარს თევზაობა. აი ვგიჟდები, როცა თევზაობ. ზოგმა იცის თქმა, თევზაობა მიყვარს, მაგრამ დაჭერილ თევზს არ ვჭამო, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია. რა ჯობია თევზაობის მერე რომ შეწვავ და დააგემოვნებ.

 

 

თან, როგორც ვიცი, გიყვართ კულინარია

 

 

-ყოველდღე არა, მაგრამ თუ "გამეხსნა", ძალიან გემრიელ რაღაცებს ვაკეთებ. ძალიან კარგად გამომდის ჩინური კერძები, შემდეგ ვეძახი მეგობრებს და ძალიან მოსწონთ. ხუმრობენ ხოლმე დღეს ჩინური დღე გვაქვსო. გურმანი ვარ. ბაყაყიც მაქვს გასინჯული, გველიც, მაგრამ ქართულ სამზარეულოს არაფერი სჯობს.

 

 

ერთი პერიოდი წონას მკაცრად აკონტროლებდით და კარგი შედეგიც გქონდათ. ახლა როგორ არის კილოგრამების საქმე? ეს საკითხი ისევ გაღელვებთ?

 

 

-წონა ჩემი სუსტი წერტილია. მოგეხსენებათ, კუჭის ოპერაცია მაქვს გაკეთებული, მაგრამ რაღაც მოხდა ისეთი, რომ მოვიმატე. ახლა ისევ გადავწყვიტე, თავიდან გავიკეთო ოპერაცია და ზედმეტ კილოგრამებსაც დავემშვიდობო. ამას წინათ 90 კილოგრამი მქონდა დაკლებული.