"არ მჯეროდა, რომ შევძლებდი ქართულად სიმღერას..."

2018.06.13 13:22:56
"არ მჯეროდა, რომ შევძლებდი ქართულად სიმღერას..."

რას ამბობდა პირველ ინტერვიუში სოფო ბათილაშვილი, რომელმაც პროექტი- მხოლოდ ქართული მოიგო.

 

...ამ გო­გო­ნას 3 წლის წინ შევ­ხვდი, მა­შინ 15 წლის იყო და სხვა კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, სა­დაც არ გა­უ­მარ­თლა... ახლა 18 წლის არის, სტუ­დენ­ტია და ერთ დღეს მხო­ლოდ ქარ­თუ­ლად სიმ­ღე­რა გა­და­წყვი­ტა.

 

სოფო ბა­თი­ლაშ­ვი­ლი პრო­ექტ "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის" პირ­ვე­ლი სე­ზო­ნის პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია! თი­ნე­ი­ჯერ­მა გო­გო­ნამ, რო­მელ­მაც სა­ოც­რად გა­ი­თა­ვი­სა ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი, პირ­ვე­ლი­ვე ტუ­რე­ბი­დან მო­ახ­დი­ნა მა­ყუ­რე­ბელ­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა. გთა­ვა­ზობთ სოფო ბა­თი­ლაშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უს, რო­მე­ლიც AMBEBI.GE-მ კონ­კურ­სან­ტთან პრო­ექ­ტის სა­წყის ეტაპ­ზე ჩა­წე­რა:

 

"რო­გორც დედა ამ­ბობს, თვე­ე­ბის ვი­ყა­ვი, რომ რა­ღაც გაბ­მულ ბგე­რებს გა­მოვ­ცემ­დი, ღრმა ბავ­შვო­ბი­დან ვმღე­რი. დედა ვო­კა­ლის­ტია და პა­ტა­რა ასა­კი­დან მა­ს­მე­ნი­ნებ­და მუ­სი­კას, პი­ა­ნი­ნო­ზე მიკ­რავ­და და ვმღე­რო­დი. მა­ს­მე­ნი­ნებ­და კლა­სი­კა­საც. მერე ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე შე­მიყ­ვა­ნეს, ექ­ვსწლე­დი და­ვამ­თავ­რე. მუდ­მი­ვად სა­კუ­თა­რი თა­ვის ძი­ე­ბა­ში ვი­ყა­ვი. ხან ფოლკ­ლორს ვმღე­რო­დი, ხან - ვგა­ლობ­დი გუნდში, მაგ­რამ რა­ღაც პე­რი­ოდ­ში გა­დავ­წყვი­ტე, რომ ქარ­თუ­ლად სიმ­ღე­რა არ მომ­წონ­და. ისე­თი მო­საზ­რე­ბე­ბი იყო გარ­შე­მო, რომ "ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა ტე­ხავს".

 

მარ­თლა მე­გო­ნა, რომ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა ცუ­დია, რად­გა­ნაც არ მქონ­და ინ­ფორ­მა­ცია ხა­რის­ხი­ა­ნი ქარ­თუ­ლის შე­სა­ხებ. ეს ნაკ­ლე­ბი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის ბრა­ლი იყო, მაგ­რამ ახლა ვმო­ნა­წი­ლე­ობ ამ სტე­რე­ო­ტი­პის დამ­სხვრე­ვა­ში. რაც პირ­ველ კონ­ცერ­ტზე ვიგ­რძე­ნი, ასე­თი რამ არას­დროს მიგ­რძვნია, აუ­დი­ტო­რი­ას ვე­სა­უბ­რე­ბო­დი იმ ენა­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლას კარ­გად გვეს­მო­და. მუ­სი­კაც იყო და ტექ­სტიც, რაც ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს და მივ­ხვდი, რომ "ქარ­თუ­ლი" ჩემ­თან უფრო ახ­ლოს არის!

 

- და­გე­თან­ხმე­ბი, რო­გორც მა­ყუ­რე­ბელ­მა მეც ვიგ­რძე­ნი, რომ მე მე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი და ვფიქ­რობ, რომ არ­ტის­ტუ­ლიც ხარ.

 

- მუ­სი­კის მი­მართ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს და ალ­ბათ ყვე­ლა­ფე­რი აქე­დან მო­დის.

 

- ე.ი. მოგ­წონს ზვი­ად ბოლ­ქვა­ძის ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბი და ძვე­ლი სიმ­ღე­რე­ბის ახ­ლე­ბუ­რი ვერ­სი­ე­ბი?

 

- ზვი­ად ბოლ­ქვა­ძე არის გე­ნი­ო­სი. იღ­ბლი­ა­ნი ვარ, რომ მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პა­ტი­ვი მერ­გო. რამ­დე­ნი­მე დღეა კონ­ცერ­ტი­დან გა­სუ­ლი და კარ­გად ვერც ვხვდე­ბი, ეს რამ­ხე­ლა რამ არის. წლე­ბი რომ გავა, ამ ყვე­ლა­ფერს მერე შე­ვა­ფა­სებ, მაგ­რამ ეს ემო­ცია მგო­ნი, შე­უ­ფა­სე­ბე­ლია.

 

- რო­გორ გა­და­წყვი­ტე პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

 

- ტე­ლე­ვი­ზორს სა­ერ­თოდ არ ვუ­ყუ­რებ, ჩემ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, ანა ჭუმ­ბუ­რი­ძემ მი­თხრა, ასე­თი პრო­ექ­ტი იწყე­ბო­და და მოდი, ვცა­დოთ, ჩემი აზ­რით, შეძ­ლებ, მო­ნა­ცე­მე­ბი ამის­თვის გაქ­ვსო. არა­და, რო­გორც ვთქვი, უცხო­ურს ვმღე­რო­დი. და­ვინ­ტე­რეს­დი იმი­თაც, ვინ იყო პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი, ვინ მუ­შა­ობ­და მას­ზე: ზვი­ად ბოლ­ქვა­ძე, მა­რი­ნა ბე­რი­ძე, გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი, სოფო ნი­ჟა­რა­ძე - ეს შე­მად­გენ­ლო­ბა საკ­მა­რი­სი იყო, მივმხვდა­რი­ყა­ვი, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ღირ­და. სულ რომ არა­ფე­რი გა­მო­მი­ვი­დეს, რა­ღა­ცას ვის­წავ­ლი და ამ მხრივ გა­მოც­დი­ლე­ბა მექ­ნე­ბა-მეთ­ქი. სა­ბო­ლო­ოდ ამან გა­და­მაწ­ვე­ტი­ნა, ეს ნა­ბი­ჯი გა­და­მედ­გა. მაგ­რამ არ მჯე­რო­და, რომ შევ­ძლებ­დი ქარ­თუ­ლად სიმ­ღე­რას, დაბ­ნე­უ­ლი ვი­ყა­ვი და წინა ღა­მით, 11 სა­ათ­ზე სა­ბო­ლო­ოდ გა­დავ­წყვი­ტე. მერე ჩე­მებს ვუ­თხა­რი, ხვალ კას­ტინგზე მივ­დი­ვარ-მეთ­ქი. ამ­დე­ნი ყოყ­მა­ნის შე­დე­გად სა­კუ­თარ თავ­ში ძალა მა­ინც ვი­პო­ვე - გა­მე­რის­კა და მე­ცა­და.

 

 

 

ამ­ბო­ბენ, რომ უჟ­მუ­რი ვარ, ვი­ტყო­დი, რომ უფრო ცვა­ლე­ბა­დი ვარ, ხან­და­ხან პე­დან­ტი. შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი კა­რა­და თავ­ზე მე­ყა­როს, ყუ­რა­დღე­ბა არც მი­ვაქ­ციო, არ მა­ინ­ტე­რე­სებ­დეს, მაგ­რამ ხან­და­ხან ერთი ზედ­მე­ტი ფურ­ცე­ლიც თუ გდია, იმა­ზე გა­და­ვი­რიო. ჰო­როს­კო­პით "ტყუ­პე­ბი" ვარ, ძა­ლი­ან ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თი მაქვს... მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნე­ბი, მიყ­ვარს ბუ­ნე­ბა, მე­სა­მე წე­ლია, ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლი ვარ, სა­ბო­ლო­ოდ გა­დავ­წყვი­ტე, რომ ასე ჯო­ბია, ვცდი­ლობ, დავ­ტკბე მო­მენ­ტე­ბით. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩემ­თვის მა­ინც ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბია. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მიყ­ვარს, ალ­ბათ ჩემს ცხო­რე­ბა­ში უპირ­ვე­ლე­სე­ბი არი­ან".

 

სოფო ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან უყ­ვარს ხე­ლოვ­ნე­ბა, წერს ლექ­სებს და სიმ­ღე­ბის­თვის ინ­გლი­სურ ტექ­სტებს. ასე­ვე აკე­თებს ჩა­ნა­ხა­ტებს, ხა­ტავს, თუმ­ცა ესეც მის ხა­სი­ათ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი - ხან წერს და ხან ხა­ტავს. მისი საყ­ვა­რე­ლი ფრა­ზაა:

 

 

 

"ეს ფრა­ზაც სულ იც­ვლე­ბა. ახლა ჩემს ოთახ­ში გა­მოკ­რუ­ლი მაქვს მა­ჰად­მა გან­დის სი­ტყვე­ბი - ადა­მი­ა­ნი თა­ვის ფიქ­რე­ბის ნა­ყო­ფია. დიახ, ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თა­რი ფიქ­რე­ბის ნა­ყო­ფე­ბი ვართ და რა­საც ვფიქ­რობთ, იმის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შეგ­ვიძ­ლია. ამის გარ­და, ხში­რად ვფიქ­რობ ფრა­ზა­ზე - ვინ ვარ? რა­ზეც პა­სუ­ხი არ მაქვს.

 

მა­ყუ­რე­ბელს კი მივ­მარ­თავ, მოგ­ვის­მი­ნონ იმი­ტომ, რომ მათ­თვის ვმღე­რით, ბევ­რი ემო­ცია მაქვს, რო­მე­ლიც მინ­და, გა­ვუ­ზი­ა­რო. მათ­გა­ნაც მინ­და, ემო­ცი­ე­ბი ავი­ღო, იმის­თვის, რომ კი­დევ ვიმ­ღე­რო. ფაქ­ტია, რომ მად­ლი­ე­რე­ბას ვგრძნობ და ეს სით­ბო მათ­გან მო­დის, რაც უდი­დე­სი რამ არის. რა შე­დე­გით დას­რულ­დე­ბა პრო­ექ­ტი, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ არის, უკვე გა­ვი­მარ­ჯვე. მო­გე­ბის მი­მართ ცოტა სკეპ­ტი­კუ­რად ვარ გან­წყო­ბი­ლი, რად­გა­ნაც რო­დე­საც რა­ღაც დავ­გეგ­მე, არ გა­მო­დის, ამი­ტომ, ჯო­ბია, მა­გა­ზე არ იფიქ­რო. მთა­ვა­რია, თუ გავ­ვარ­დე­ბი, პრო­ექ­ტი ისე დავ­ტო­ვო, რომ რისი თქმაც მინ­დო­და, ვთქვა"

 

წყარო:/www.ambebi.ge